„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.102.016175
1
01/03/2019
ვებგვერდი, 06/03/2019
010250050.35.102.016175
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
 
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2019 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2018; 010250050.35.102.016174) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

) დადგენილებით  დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული მხედველობადაქვეითებული, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, გონებრივი ჩამორჩენით, იშვიათი დაავადებით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების (0-18 წლამდე) სამედიცინო და სოციალური დახმარება“;

) დადგენილებით  დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტ და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული მხედველობადაქვეითებული, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, გონებრივი ჩამორჩენით, იშვიათი დაავადებით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს გაეწევათ  ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ბ) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, გონებრივი ჩამორჩენით, იშვიათი დაავადებით დაავადებული და დაუნის  სინდრომის მქონე ბავშვების  სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების და სპეციალიზებულ დაწესებულებებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება  ერთჯერადად არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მიმღები პირები ოპერაციისა და მედიკამენტოზური მკურნალობის შემთხვევაში დამატებით ვერ ისარგებლებენ ამ წესის მე-2 (ოპერაციების თანადაფინანსება) მუხლით).“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი :

„ზ) სამართალი:

ზ.ა) სისხლის სამართალი;

ზ.ა.ა) კრიმინოლოგია“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი