„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016292
9
01/03/2019
ვებგვერდი, 06/03/2019
010260030.35.168.016292
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 
 სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2019 წლის 1 მარტი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა  და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 23/04/2018, 010260030.35.168.016255) დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-81 მუხლის  პირველი პუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტებულ/ავტორიზებულ  სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაეწევათ ობოლ  და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს (სტუდენტის მაქსიმალური ასაკი განისაზღვროს 26 წლამდე), რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ 600 ლარი  და მეტი,  სრული გადასახდელი თანხის 50%,  მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.“.

2. მე-81 მუხლის  მეორე  პუნქტის  „ვ“  ქვეპუნქტი   და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული  სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი