„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016433
8
01/03/2019
ვებგვერდი, 07/03/2019
010250050.35.166.016433
„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2019 წლის 1 მარტი

ქ. გურჯაანი

„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მშენებლობის  (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №28 დადგენილებაში (სარეგისტრაციო კოდი: 21002001035166005957, 03.04.2007 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა)  ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო  ფართის თითოეული კვადრატული მეტრისთვის განისაზღვროს 1(ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარის ოდენობით;

ბ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისას, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის შეადგენს 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარს, IV ობიექტებისთვის – 400 ლარს;

გ) ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში (წყალსადენი, გაზსადენი, ელექტროგადაცემის ხაზები, ელექტროკავშირგაბმულობის არხები და სხვა) თითოეული გრძივი მეტრისთვის – 1 ლარის ოდენობით, ხოლო კავშირგაბმულობის საჰაერო ხაზების მშენებლობისათვის თითოეული გრძივი მეტრისთვის – 0,30 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი