„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 6 თებერვლის №377 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 6 თებერვლის №377 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 387
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016887
387
06/03/2019
ვებგვერდი, 06/03/2019
010320020.22.027.016887
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 6 თებერვლის №377 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №387

2019 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 6 თებერვლის №377 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2019 წლის 6 თებერვლის №377 ბრძანებას (www.matsne.gov.ge, 07/02/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.016877) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. რეზერვში ჩარიცხულ პირს არ ეძლევა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი კომპენსაცია, თუკი მას, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურისათვის საჭირო დროის გათვალისწინებით, სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე დაეკისრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მოხელის მოვალეობის არანაკლებ 3 თვით შესრულება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი