დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.115.016285 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/03/2019 - 19/04/2019)
|
ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოებში საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი (ინსტრუქცია), თანახმად დანართი №1-ისა. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საწვავის გაცემის უწყისების ფორმები, თანახმად დანართი №2-ისა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი (ინსტრუქცია)
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
წინამდებარე წესი (ინსტრუქცია) განსაზღვრავს ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
1. ტალონი – საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზებული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომსახურების მომწოდებელი კომპანიის მიერ.
2. პლასტიკური ბარათი – საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზებული ელექტრონული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის მიერ. 3. ორგანიზაცია – ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია. 4. ლიმიტი – ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინის/დიზელის) ყოველთვიური ოდენობა. ლიმიტი განესაზღვრება ორგანიზაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის. |
მუხლი 3.
საწვავის (ბენზინის/დიზელის) გაცემა |
1. პლასტიკურ ბარათებზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტის ჩატვირთვა, ასევე საწვავის ტალონების გაცემა, ხორციელდება მხოლოდ ორგანიზაციის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობისა და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პირებზე.
2. სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი მოსამსახურისათვის გასაცემი საწვავის ოდენობა გაანგარიშებულ იქნეს ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ 100 კმ-ზე საწვავის წვის ნორმების, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ცალკეული მიმართულებით ადმინისტრაციულ ერთეულამდე მანძილისა და ამ მიმართულებით მივლინებაში ყოფნის დადგენილი დღიური ლიმიტის მიხედვით, 10 ლიტრამდე განულებით. 3. საწვავის ტალონის გაცემა წინასწარ ხორციელდება ორგანიზაციის იმ მოსამსახურეთათვის, რომლებიც სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმყოფებიან სამსახურებრივ მივლინებაში. 4. საწვავის ტალონების ლიმიტით გათვალისწინებული ოდენობის გაცემას, ასევე პლასტიკურ ბარათებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით საწვავის მომწოდებელი კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში. საწვავის ტალონების გაცემის დადასტურება ხდება ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ან/და თანამშრომელის მიერ ყოველთვიურად, გაცემის უწყისზე მიმღები პირის მიერ ხელმოწერით, ხოლო საწვავის ელექტრონული ფორმის შემთხვევაში, შესაბამისად, საწვავის მომწოდებელ კომპანიისათვის გაგზავნილი (ან მათგან მიღებული) ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის (ან მისი დანართის) მიხედვით. |
მუხლი 4.
საწვავის ( ბენზინის / დიზელის ) ჩამოწერა |
ორგანიზაციის მიერ თანამშრომლებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიურ ლიმიტს ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის უწყისების საფუძველზე.
დანართი №2 ფორმა ს-1 ელექტრონული ფორმით საწვავის გაცემის უწყისი
«-----------------------» 19 წელი
ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - (ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
ფორმა ს-2 საწვავის ტალონის გაცემის უწყისი «-----------------------» 19 წელი
ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - (ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები