„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016340
10
27/02/2019
ვებგვერდი, 05/03/2019
010250020.35.130.016340
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2019 წლის 27 თებერვალი

ქ. საჩხერე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 15/01/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016265) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეზე, რომელიც რეგისტრირებულია საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში გაიცეს დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი