დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.133.016280 |
|
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №22 დადგენილებაში (ვებგვერდი matsne.gov.ge 28/03/2018წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ‘‘ ქვეპუნქტი: „ნ) ახორციელებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები მინიმალური ოდენობის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენას, აღკვეთას და სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის - საჯარიმო ქვითრის შედგენას.‘‘. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები: „ო) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ზღვრის გადაჭარბებისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების ფაქტების გამოვლენას და კონტროლს; პ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები