დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/10339-17 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 26/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/ 10339 -17
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2019 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
გ ანმცხადებლ ებ ი - 1 – შპს ,, რითეილ კაპიტალ ჯორჯია“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 404967522)
დირექტორი – მამუკა შეწირული
წარმომადგენლები – 1 - ირაკლი ფურცელაძე
2 - ზურაბ გვარჯალაძე
2 - შპს ,,სენატორი“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 40504904)
დირექტორი – პეტრე გელაშვილი
წარმომადგენლები – 1 - დავით მჟავანაძე
2 - ზურაბ გვარჯალაძე
მოვალე – შპს „ფურშეტ ჯორჯია“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 404415897)
დირექტორი – ტარიელ ჭეიშვილი
წარმომადგენელი – იასონ ხარაბაძე
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ,,ფურშეტ ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმე.
2019 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს მომრიგებელი საბჭოს წევრებმა რუსუდან დიხამინჯიამ, რუსუდან ლაბაძემ, დიმიტრი ფურცელაძემ და წარმოადგინეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გადახდისუუნარობის საქმეზე მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე–285-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2019 წლის 07 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №51, შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები