დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.114.016417 |
|
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ცვლილება შევიდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 29/06/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016416):
1.1. ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართის 22-ე მუხლი. 1.2. შევიდეს ცვლილება დადგენილების დანართის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-13, მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის გადაუდებელი სამედიცინო და გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, რომლის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში სამსახური ამზადებს წერილობით დასაბუთებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები