დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.141.016280 |
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.141.016274) შეტანილი შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 11389702 (თერთმეტი მილიონ სამას ოთხმოცდაცხრა ათას შვიდას ორი) ლარის ოდენობით და ხარჯების მიხედვით 12964852 (თორმეტი მილიონ ცხრაას სამოცდაოთხი ათას რვაას ორმოცდათორმეტი) ლარის ოდენობით, გარდამავალი ნაშთი შეადგენს 2287856 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდაშვიდი ათას რვაას ორმოცდათექვსმეტი) ლარს დანართის შესაბამისად“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1
|
თავი I
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11279,7 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2524,7 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1255,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8728,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4048,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 110,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1387,2 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1575,2 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება - 1575,2 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -188,0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 148,1 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 215,0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 105,6 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 102,4 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 7,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
02.00 თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე, საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 02 03 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის კოორდინაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ მოცემული სამუშაოების შესრულება. 03 00 ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა, ასევე, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსდება. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობას შეექმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო, რაც უზრუნველყოფს მათ კომფორტს. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამა გულისხმობს როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შიდა გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციას და მოვლა-შენახვას, აგრეთვე, სასოფლო გზების რემონტსაც. რეაბილიტაციის შემდგომ ქუჩების მდგომარეობა გაუმჯობესდება, მოსახლეობა ისარგებლებს სუფთა და მოხერხებული გზებით, იმოძრავებს კომფორტულად. 03.01 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება.
რეაბილიტაციის შემდგომ ქუჩების მდგომარეობა გაუმჯობესდება, მოსახლეობა ისარგებლებს სუფთა და მოხერხებული გზებით, იმოძრავებს კომფორტულად. 03 02 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა 03 02 02 წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია წყალმომარაგების პრობლემა მნიშვნელოვანი საკითხია ყველასათვის. ჩატარდება სარებაილიტაციო სამუშაოები:
მოსახლოდნელი შედეგი: მოსახლეობა სადღეღამისოდ უზუნველყოფილი იქნება წყლით, რომელიც დადებითად აისახება მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. 03 02 04 გარე განათების მოწყობა და ექსპლოატაცია 2019 წელს ახალქალაქის ქუჩებზე დაგეგმილია გარე განათების ლამპიონების დადგმა უფრო მეტ ადგილას. ელ.ენერგიის მომსახურების ხარჯი. მოსალოდნელი შედეგი: კეთილმოწყობილი ქუჩა ქალაქის სახეა. დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. 3. 02 05 ახალქალაქის სერვისცენტრი მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ახალქალაქის სერვისცენტრი, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწღობას და ტერიტორიის გამწვანებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავებას, გარე განათების მომსახურებას, მყარი ნარჩენების შეგროვებას და გატანას, მუნიციპალური გზების კეთილმოწღობას, ზამთრის პერიოდში ქალაქის ქუჩების, ტროტუარებისა და მრავალსართულიანი შენობის სახურავების, მათის ეზოების გაწმენდას თოვლისა და ყინულისაგან, მუნიციპალიტეტის წრალმომარაგებისა და სარწყავი სისტემების მომსახურებას. მოსალოდნელი შედეგი: სუფთა და კეთილმოწყობილი ქუჩა ქალაქის სახეა. ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის. 03 03 მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილმოწყობის უზრუნველყოფა,
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია აღნიშნული კეთილმოწყობის ღონისძიებები 04 00 განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 04 01 სკოლამდელი განათლება მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზეფუნქციონირებს საბავშვო ბაღის გაერთიანება, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1050 მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა, აღმზრდელთა ხელფასებს, კვებისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია.
საბოლოო შედეგი: აღსაზრდელთა შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა. 05 00 კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ-ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ გამოავლინონ თავიანთი სპორტული შესაძლებლობები. საბოლოო შედეგი: კულტურული მემკვიდრეობის, სპორტული და რელიგიური განვითარების გაუმჯობესება და ხელშეწყობა. 04. 01 სპორტის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
05. 01 01 სპორტული ღონოსძიებების დაფინანსება დაფინანსებული იქნება სხვადასხვა სპორტული პირველობები ,აგრეთვე, სხვა ჩატარებული ღონისძიებები. თანხები გამოყოფილი იქნება აგრეთვე დიპლომებისა და მედლების შესაძენად,რათა გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისად დაჯილდოვდნენ. გატარებული იქნება შემდეგი ღონისძიებები:
05 01 02 სპორტული სკოლა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სპორტული სკოლა, სადაც ირიცხება 180-მდე სპორტსმენი; ჰყავს ფეხბურთის გუნდი „აბული“ რომელიც მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთში. სკოლაში ფუნქციონირებს 7 სახეობა: ჭაბუქთა ფეხბურთი და მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, კარატე, რაგბი, მაგდის ჩოგბურთი, თავისუფალი სტილის ჭიდაობა. ხელს უწყობს მათი სპორტული ცხოვრების მომავალ განვითარებას და აგრეთვე მათ ჯანმრთელობას. სკოლა ჩაატარებს მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში, ფრენბურთში, კარატეში, რაგბში, მაგდის ჩოგბურთში, თავისუფალი სტილის ჭიდაობაში. 05 01 03 საჭადრაკო სკოლა ფინანსდება საჭადრაკო სკოლა, სადაც სწავლობს 90-მდე მოსწავლე, ისინი ეუფლებიან ჭადრაკს სრულყოფილად და იღებენ სხვადასხვა პირველობებში მონაწილეობას. სკოლა ჩაატარებს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში. 05 01 04 სპორტკომპლექსი სპორტკომპლექსში დადის 465-მდე სპორტსმენი, სადაც გადიან წვრთვნებს, სპორტის შემდეგ სახეობებში: კრივი, კინგბოქსი, კარატე, სათხილამურო სპორტი. მონაწილეობენ შეჯიბრებეში რაც ხშირად გამარჯვებით მთავრდება. სპორტკომპლექსი ჩაატარებს მუნიციპალიტეტის პირველობა სათხულამურო შეჯიბრი „ჯავახეთის ზამთარი“, პირველობა „არმპრესლინგში“ პირველობა კრივში. 05 01 05 საცურაო აუზი ახალქალაქის დახურული საცურაო აუზზე დადის 60-მდე სხვადასხვა ასაკისა და რაოდენობის როგორც მოსწავლეები ასევე მოქალაქეები, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი სპორტის სახეობის ჩამოყალიბებას. საცურაო ჩაატარებს მუნიციპალიტეტის პირველობა. 05 02 კულტურის განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: კულტურის ღონისძიებების დაფინანსება;
05 02 01კულტურის ღონისძიებების დაფინანსება დაფინანსდება ისეთი მასობრივ-ტრადიციული დღესასწაული, როგორიცაა ქალაქის დღე, „ჯივანი“. ფესტივალები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თვითნასწავლი მხატვრები და სხვა შემოქმედებითი ადამიანები. 05 02 02 ბიბლიოთეკები ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბიბლიოთეკები და საბიბლიოთეკო გაერთიანებები. შედეგი: მომხმარებელთა სრული უზრუნველყოფა წიგნებითა და შესაბამისი ინფორმაციით. 05 02 03 კლუბები კლუბებში ერთიანდება ანსამბლი „ჯავახკი“, ქართული ანსამბლი „მურჯი“, სახელმწიფო ინსტრუმენტალური ანსამბლი, თოჯინების თეატრი, საბავშვო თეატრი, საესტრადო ანსამბლი. კლუბური გაერთიანებები აგრეთვე არსებობს მუნიციპალიტეტის 30 სოფელში, რაც ხელს უწყობს მოსახლეობას, ბავშვებს, შეისწავლონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. 05 02 04 სამხატვრო სკოლა სამხატვრო სკოლაში 35-მდე მოსწავლე ვსწავლობს ხატვას, ძერწვას, კერვას, ქარგვას და სხვა მრავალ სახელოვნებო დარგს. 05 02 04 მუსიკალური სკოლა მუსიკალურ სკოლაში სწავლობს 160 მოსწავლე, სადაც იღებენ სრულყოფილ მუსიკალურ განათელებას, მონაწილეობენ სხვადასხვა კონცერტებსა და საერთაშორისო ფესტივალებში. 05 02 05 მუზეუმი ახალქალაქის მუზეუმში ინახება ძველი ისტორიული შემოქმედებითი ნივთები, მუზეუმს ჰყავს დამთვალიერებელი, რაც მოსახლეობას ხელს უწყობს კარგად გაეცნონ ისტორიას. 05 02 06 აშუღის სკოლა სკოლაში სწავლობს 30-მდე მოსწავლე, რომლებიც შეისწავლიან სიმღერასა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას. მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას ფესტივალებში და აწყობენ კონცერტებს. 05 02 07 მომავლის სახლი მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მომავლის სახლი, რომელშიც შექმნილია სხვადასხავა შემოქმედებითი ჯგუფები, სადაც ირიცხება 110 ბავშვი. მუნიციპალიტეტი აფინასებს მომავლის სახლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის მასწავლებლების ხელფასებსა და სხვა მიმდინარე ხარჯებს. საბოლოო შედეგი: ბავშვების განვითარება ხელოვნების დარგში. 05 03 საინფორმაციო პროგრამა. ფინანსდება საინფორმაციო პროგრამა, როგორც მედია ისე საგაზეთო მომსახურებები. რათა მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს გაეცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს. იყვნენ სრულად ინფორმირებულები ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. 06 00 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისაგან. 06 01 ჯანდაცვის პროგრამები პროგრამაში ერთიანდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება და ჯანდაცვის სხვა საქმიანობები. 06 01 01 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია, დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის, ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების გავლენის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებების, მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში შხამიანი ცხოველების, ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. საბოლოო შედეგი: ღონისძიებათა ხარისხიანი და დროული ჩატარება გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა გავრცელებისგან. 06 02 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში. კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 06 02 01 სასწრაფო შემთხვევბის, ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯი ქვეპროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას გაეწევა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის (გამოკვლევები, მკურნალობა, გეგმიური და ურგენტული ოპერაციები და სხვა) სოციალური დახმარება. მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. 06 02 02 ომის ინვალიდების დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება. მოსალოდნელი შედეგი: მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა სოცილაურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. 06 02 03 ახალდაბადებულების დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დახმარება, ახალშობილის შეძენის შემთხვევაში. თითოეულ ახალშობილზე მის მშობლებს მუნიციპალიტეტი გადასცემს ერთჯერად დახმარებას. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. 06 02 04 ერთჯერადი დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ფინანსური დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახების, ასევე პროგრამით სარგებლობენ: მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი შვილი), პოლიტ-რეპრესირებულის ან მათი ოჯახის წევრები, იძულებით გადაადგილებულ პირები – დევნილები, დედით და მამით ობოლი ბავშვები, შშმ პირები, შშმ ბავშვები 18 წლამდე, დიალიზის კურსზე მყოფი პირები, მოსახლეობისთვის საშიში ინფექციური დაავადებების მქონე პირები,.მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფები, 100 წელს გადაცილებული პირები.ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ასევე საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება, ქვეპროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები. მოსალოდნელი შედეგი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ასევე ლტოლვილთა და რეპრესირებულთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. 06 02 05 ფინანსური დახმარება ოჯახების საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად, საცხოვრებელი ფართის დაზიანების, საცხოვრებლად გამოუსადეგარ, ავარიულ სახლში/ბინაში ცხოვრების შემთხვევაში.ამ ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე ხანძრით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ ერთჯერად სოციალურ დახმარებას.ასევე ამ ქვეპროგრამით სარგებლობენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახები ან/და მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრება უხდებათ ღია ცის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში ან ნებისმიერ სხვა ცხოვრებისთვის მიზანშეუწონელ ადგილას უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ქირით. მოსალოდნელი შედეგი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 06 02 06 მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისათვის ფასიანი სწავლების დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: აკრედიტებულ სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება, დახმარება გაეწევა სტუდენტებს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე (მკვეთრად,მნიშნელოვნდ გამოხატული ხარისხი), დედმამით ობლები, მარჩენალდაკარგული (23 წლამდე), მრავალშვილიანი ოჯახებიდან(4 ან მეტი შვილი, 23 წლამდე) და სოცილურად დაუცველი ოჯახებიდან. აგრეთვე ა(ა)იპ – სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება შემდეგ კატეგორებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები, შშმ ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახებიდან ბავშვები, დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები, სოცილურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვები. მოსალოდნელი შედეგი: იმ ბავშვთა ფასიანი სწავლების უზრუნველყოფა, რომელთა მშობლებსაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ. 06 02 07 ომში მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსება. ასევე ძალოვან სტრუქტურებში საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება. მოსალოდნელი შედეგი: ომში გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების მდგომარეობის შემსუბუქება. 06 02 10 ფინანსური დახმარება მედიკამენტების შესაძენად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ფინანური დახმარების გაწევა მედიკამენტებისათვის, შესაბამისი საჭიროების მქონე პირების სამედიცინო საშუალებებით უზრნველყოფა. დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველ პირებზე, შშმ პირებზე, შშმ ბავშვებზე, ვეტერანებზე, ონკოლოგიური დაავადებისმქონე პირებზე, ოფთალმოლოდიური დაავადების მქონე პირებზე ავასტინის ინექციის საჭიროების შემთხვევაში. მოსალოდნელი შედეგი: სოციალურად დაუცველი პირებისა და შშმ პირთა აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები