„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016698
7
28/02/2019
ვებგვერდი, 01/03/2019
120340000.22.026.016698
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №7

2019 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016500) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

1. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვედანაყოფის სამორიგეოდან/საიარაღო ოთახიდან იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება/გაცემა წარმოებს ქვედანაყოფის მორიგის ან შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემის წიგნში შესაბამისი გაფორმებით, გარდა მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“.

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვედანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის, სწავლების, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ან სხვა განსაკუთრებული ვითარების დროს, იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება/გაცემა საიარაღო ოთახიდან/სამორიგეოდან შესაძლებელია იარაღის ბარათების საფუძველზე. ამ შემთხვევაში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება/გაცემის წიგნში მიმღების ხელმოწერა სავალდებულო არ არის. თუ მოსამსახურე ვერ წარადგენს იარაღის ბარათს, იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება/გაცემა საიარაღო ოთახიდან/სამორიგეოდან განხორციელდება ამ წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“.

3. №29 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია