დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.125.016346 |
|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №75 დადგენილებით (www.matsne.gov.ge. 28/12/2018წ., 190020020.35.125.016341) დამტკიცებულ დანართ 1-ში შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მრავალშვილიანმა ოჯახმა, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ბავშვების რეგისტრაციის ან სამახსოვრო ბარათები; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.“; 2. დანართის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მარტოხელა მშობლის ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ ბავშვზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“. 3. დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 0-დან – 100 001-მდე პაციენტის გადასხდელი თანხის – 40%; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 001- ქულაზე მეტი, ან ოჯახი არ მონაწილეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ან შეწყვეტილი აქვს შეფასება – პაციენტის გადასახდელი თანხის – 20 %. არანაკლებ 100 (ასი) ლარისა და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.“. 4. დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამედიცინო მომსახურების მისაღებად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი: გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100; დ) კალკულაცია; ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მოსახურება); ვ) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); ზ) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი(ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე; თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. ქვეპროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების წილის თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ-ით. ამ ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები