„წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 23/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.021137
122
27/02/2019
ვებგვერდი, 01/03/2019
010220030.10.003.021137
„წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №122

2019 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/09/2018,  010220030.10.003.020773) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას უწყებათაშორისი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა)  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე − საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა − საბჭოს წევრი;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი − საბჭოს წევრი;

დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია − საბჭოს წევრი;

ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი − საბჭოს წევრი;

ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი − საბჭოს წევრი;

ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი − საბჭოს წევრი;

თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე − საბჭოს წევრი;

ი) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

კ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ნანა ზამთარაძე − საბჭოს წევრი;

ლ) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია − საბჭოს წევრი;

მ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი მერაბ ჩალათაშვილი − საბჭოს წევრი;

ნ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი შორენა იოსებიძე  − საბჭოს წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე