„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021134
119
27/02/2019
ვებგვერდი, 28/02/2019
340170000.10.003.021134
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №119

2019 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2015, 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“:

1.  მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ნერგების მესაკუთრეა (საკუთრება პროგრამის მიზნებისათვის არ გულისხმობს იმპორტირებული ნერგების კონსიგნაციით მიღებას), აქვს საკუთარი სანერგე მეურნეობა ან საკუთარი მიზნებისათვის გამოჰყავს ნერგები, მას შეუძლია მიიღოს მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისათვის თანადაფინანსება ამ მუხლის მე-3 პუნქტში დადგენილი ოდენობით.“.

2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბენეფიციარის მიერ განაცხადითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო. სააგენტო ასევე უფლებამოსილია, მიზნობრიობის შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარს მოსთხოვოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.“.

3.  143 უხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც/რომელთა მინდობილი პირებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას, რომელსაც აფასებს ცენტრი.“.

4. 144 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში ფიზიკური პირ(ებ)ის დაფინანსების შემთხვევაში, საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი, სადაც იგეგმება კენკროვანი კულტურ(ებ)ის ბაღის გაშენება, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.15 ჰა-ს, ამავდროულად, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არაუმეტეს 0.5 ჰა-ის ჩათვლით კენკროვანი კულტურ(ებ)ის ბაღის გაშენების დაფინანსება.“.

5. 144 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან შემოსული განაცხად(ებ)ით მოთხოვნილი იქნება არანაკლებ 3 ჰა კენკროვანი კულტურ(ებ)ის ბაღის გაშენება.“.

6. 145 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფიზიკური პირ(ებ)ის შემთხვევაში – კენკროვნების ქვეკომპონენტის ამოქმედების თარიღისთვის პოტენციურ ბენეფიციარ ფიზიკურ პირ(ებ)ს საკუთრებაში/თანასაკუთრებაში უნდა ჰქონდეს (ჰქონდეთ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სადაც იგეგმება ქვეკომპონენტის ფარგლებში კენკროვანი კულტურ(ებ)ის ბაღის გაშენება, რომელიც უნდა იყოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მის საკუთრებად, ამავდროულად, მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰა-ს.“.

„4. კენკროვნების ქვეკომპონენტის ამოქმედების თარიღისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ფლობის შეზღუდვა არ გავრცელდება იმ პოტენციურ ბენეფიციარზე, რომელიც კენკროვნების ქვეკომპონენტის ამოქმედების შემდგომ პერიოდში მოახდენს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველად რეგისტრაციას საკუთრებაში შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ან ამ დადგენილების ამოქმედების თარიღის შემდგომ მემკვიდრეობით მიიღებს ქვეკომპონენტის პირობების შესაბამის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ს ან 0.15 ჰა-იდან 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ს შეიტანს საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაის სახით.“.

7. 1410  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1410. მონიტორინგი

ბენეფიციარების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო, არსებული დეტალური პროცედურის შესაბამისად. სააგენტო ასევე უფლებამოსილია, მიზნობრიობის შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარს მოსთხოვოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.“.

8. 23- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო. სააგენტო ასევე უფლებამოსილია, მიზნობრიობის შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარს მოსთხოვოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.“.

9. დანართი 2 და დანართი №7 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე