„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 001825/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 27/02/2019
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010230000.58.070.016073
001825/21
27/02/2019
ვებგვერდი, 01/03/2019
010230000.58.070.016073
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №001825/21

2019 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, :

 


მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.58.070.016007) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტი:

თ.ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სამსახური;

ი) სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი:

ი.ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახური;

ი.ბ) სტრატეგიული ანალიზის სამსახური;

ი.გ) დონორებთან ურთიერთობის სამსახური;

კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირების დეპარტამენტი;“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ითვლებიან ხელმძღვანელ აუდიტორებად.“.

3. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები (შემდგომ – აუდიტის დეპარტამენტი) მათთვის განსაზღვრული ფუნქციურ-დარგობრივი მიმართულებების მიხედვით:

ა) ახორციელებენ ანალიზს აუდიტორული საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად;

ბ) ამზადებენ წინადადებებს წლიური აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვასთან დაკავშირებით;

გ) უზრუნველყოფენ სამსახურის წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესრულებას და ახორციელებენ აუდიტს;

დ) შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის, დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, პრევენციის, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე;

ე) ახორციელებენ აუდიტის შედეგებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესწავლას;

ვ) ასრულებენ გენერალური აუდიტორის და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი მოადგილის დავალებებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირების დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვასა და აღსრულებას;

ბ) უზრუნველყოფს სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვას;

გ) მისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებს და სხვა დოკუმენტაციას.”.

4. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუდიტის დაწყების საფუძველია ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის მიერ გაგზავნილი შესაბამისი წერილი აუდიტის დაწყების თაობაზე, სადაც უნდა აღინიშნოს აუდიტის ჩატარების ფარგლები (მოცვა).“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუდიტის ობიექტი უფლებამოსილია, აუდიტის ანგარიშის შესახებ წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები ანგარიშის გადაცემიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს სამსახურს. თუ აუდიტის ობიექტი შენიშვნებს/მოსაზრებებს წარმოადგენს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ აუდიტის ანგარიშის დამტკიცებამდე, მათი განხილვის საკითხს წყვეტს ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

4. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (მოადგილე), აუდიტის ჯგუფთან ერთად, აუდიტის ობიექტის მიერ შენიშვნების/მოსაზრებების წარმოსადგენად დადგენილი ვადის გასვლიდან  გონივრულ ვადაში იხილავს აუდიტის ანგარიშს და აუდიტის ობიექტის წერილობით შენიშვნებს/მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამტკიცებს აუდიტის ანგარიშს.“.

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 მარტიდან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი