დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის მუნიციპალიტეტში სოფ. ნახახულევში კობეშავიძეების უბანში მდებარე ქუჩისთვის დავით კობეშავიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.119.016002 |
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება 4014
2019 წლის 20 თებერვალი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტში სოფ. ნახახულევში კობეშავიძეების უბანში მდებარე ქუჩისთვის დავით კობეშავიძის სახელის მინიჭების შესახებ
დამსახურებული ექიმის, სამედიცინო ინსტიტუტის ლექტორის, აწ გარდაცვლილის დავით კობეშავიძის სახელის უკვდავსაყოფად საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართვლობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ა.ე“ ქვეპუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილების, მე-13 მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1. ხონის მუნიციპალიტეტიში სოფ. ნახახულევში კობეშავიძეების უბანში მდებარე ქუჩას ეწოდოს დამსახურებული ექიმის, სამედიცინო ინსტიტუტის ლექტორის, აწ გარდაცვლილის დავით კობეშავიძის სახელი.
მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: სამტრედია).
მუხლი 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები