დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016847 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი –140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური კონკურსი ტარდება სამინისტროს სისტემაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის, გარდა ამ მუხლის 111 და 112 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) 111 და 112 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „111. სპეციალური საკონკურსო კომისია ცალკეულ შემთხვევებში სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილია სპეციალური კონკურსის წესით შეარჩიოს სამინისტროს სისტემაში საჯარო მოხელედ/სამოქალაქო პირად ან შტატგარეშე/დამხმარე მოსამსახურედ მისაღები პირი. 11 2. სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისია ცალკეულ შემთხვევებში, სსიპ-ის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილია სპეციალური კონკურსის წესით შეარჩიოს სსიპ-ში სამოქალაქო პირად ან შტატგარეშე/დამხმარე მოსამსახურედ მისაღები პირი.“; 2. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. სპეციალური კონკურსის ეტაპები 1. სპეციალური კონკურსის ეტაპებია: ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა; ბ) ტესტირება (დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში); გ) გასაუბრება; დ) სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება; ე) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება; ვ) სპეციალური შემოწმება; ზ) გამოსაცდელი ვადით დანიშვნა; თ) პოლიციაში მიღება. 2. ამ წესის 21-ე მუხლის 111 და 112 პუნქტებით განსაზღვრულ პირებზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური კონკურსის ეტაპი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი გამოიყენება იმ დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, სადაც გამოცხადებულია კონკურსი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები ექვემდებარებიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მხოლოდ იმ ეტაპების გავლას, რომელიც მათ არ გაუვლიათ. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ეტაპების გავლას არ ექვემდებარება სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი), თუ მისი სამინისტროდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე. 7. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისია გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და კომისიის სხდომაზე ან გამოკითხვის ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც საწყის ეტაპზე აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის მომდევნო ეტაპზე. აპლიკაციის გადარჩევის ეტაპი სრულდება აპლიკაციების მიღების ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 20 დღისა. 8. სპეციალური კონკურსის ტესტირების ეტაპი სრულდება აპლიკაციის გადარჩევის ეტაპის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 9. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის და სხვა გარემოებების შესახებ, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების ეტაპი სრულდება გონივრულ ვადაში. გასაუბრების შედეგად სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას: ა) ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ; ბ) სპეციალური შემოწმების დაწყების შესახებ – თუ კანდიდატს გავლილი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება და ამგვარი შემოწმებიდან არ არის გასული ერთი წელი; გ) პირის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ – თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი გარემოება; დ) პირის პოლიციაში მიღების შესახებ – თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი გარემოება. 10. კანდიდატმა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება უნდა გაიაროს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური, ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას: ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში და სსიპ-ებში (გარდა სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა) – სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ბ) სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში – აღნიშნული სსიპ. 11. კანდიდატის/კანდიდატების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია (გამოკითხვის წესით), ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შესახებ შეტყობინების (რომელსაც უზრუნველყოფს შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი) მიღებიდან არა უმეტეს 10 დღის ვადაში მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება სპეციალური კონკურსის შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატის გადაყვანის და მის მიმართ სპეციალური შემოწმების დაწყების შესახებ გამოსაცდელი ვადით დანიშვნით ან მის გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფს და კანდიდატს. 12. პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით, გარდა ამ წესის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებულ ვადაში შეიძლება მიმდინარეობდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი სპეციალური შემოწმება. გამოსაცდელი ვადისა (თუ გამოყენებულია გამოსაცდელი ვადის ეტაპი) და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა – ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში – კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის პოლიციაში მიღების (სამინისტროში ჩარიცხვა) შესახებ, რომელიც სათანადო რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფს და ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს. 13. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პოლიციაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება, რის შესახებაც სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება აღარ გამოიცემა, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა. 14. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება ვადამდე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ ის დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ჯეროვნად ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან/და სპეციალური შემოწმების შედეგად გამოვლინდება პოლიციაში მისი მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალურ საკონკურსო კომისიას გააცნობს შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი. სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება რეაგირებისთვის ეგზავნება შესაბამის ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფს და ეცნობება გამოსაცდელი ვადით დანიშნულ პირს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანების ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები