დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016407 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 08/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016396)
. |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 171 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 171. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან (რომელსაც უტარდება კაპიტალური რემონტი მუნიციპალიტეტის ან/და დონორი ორგანიზაციების მიერ ან ობიექტზე განთავსებული დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შენობის სრულად ათვისება) გამოსახლებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების ხელშეწყობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით უზრუნველყოფამდე ან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე. 2. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ობიექტებიდან გამოსახლებული ოჯახებისათვის ყოველთვიური დახმარება 200 (ორასი) ლარის ლარის ოდენობით, რომელიც ერიცხება ოჯახის ერთ-ერთ წევრს პირად ანგარიშზე. 3. პროგრამაში ჩასართავად ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ოჯახის ერთ-ერთი წევრის განცხადება; ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობების ასლები პირადობის მოწმობებთან ერთად; გ) განმცხადებლის პირადი საბანკო ანგარიში. 4. თითოეულ ოჯახზე თანხის გაცემის საკითხს განიხილავს მერიის სოციალური კომისია და მასზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები