დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.103.016310 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №33, №34, №35, №36, №37 დადგენილებებში |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/10/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.103.016139). |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების 1-ლი მუხლის მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ერთეულების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე;“. |
2.
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/10/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016140) და; |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების 1-ლი მუხლის მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების მე-2 მუხლის, 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერისთვის გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების მე-2 მუხლის, 1-ლი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) განიხილავს საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსის“ 85-ე მუხლის შესაბამისად მერის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;“; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ) განიხილავს მერის წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;“. |
3.
შეტანილ იქნეს ცვლილება „მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/10/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.103.016141); |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების 1-ლი მუხლის, მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით“) და. |
4.
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/10/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.103.016142; |
ა)
ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული მე-2 მუხლი. |
ბ)
პირველი და მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულება“დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების 1-ლი მუხლის, მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით;“. |
5.
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური საკითხებისა და ტურიზმის განვითარების კომისიის დებულება“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/10/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016143) და. |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების 1-ლი მუხლის მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები