დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.103.016307 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/01/2019, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016304) შეტანილ იქნეს ცვლილება: |
1.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი.“ |
2.
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი.“ |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი.“ |
4.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის I თავის, მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. რესურსების წყარო მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.“ |
5.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის II თავის, მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა 1. მოსახლეობის, მათ შორის, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი თანადაფინანსება. 1.1.ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , რომლის სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი)/კალკულაცია; ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მომსახურებისას) ან ცნობა; ვ) დაბადების მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონული განყოფილებიდან; თ) ომის მონაწილე ვეტერანის შემთხვევაში, ვეტერნობის დამადასტურებელი მოწმობა. 1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 2. C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა 1.1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი)/კალკულაცია; 1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 3. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა. 1.1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი)/კალკულაცია; 1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 4. 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა. 1.1. ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი)/ კალკულაცია. 1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 5. პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების წილის დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ-ით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ. 6. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები. 7. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ, ერთგვარ სამედიცინო მომსახურებაზე (მაგ.: მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, ქირურგიული მკურნალობა, სხივური თერაპია და სხვა).“ |
6.
ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართის III თავის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. |
7.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის IV თავის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია.“. |
8.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის IV თავის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სოციალური დახმარება ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის არის ერთჯერადი.“. |
9.
ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართის IV თავის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები