„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016697
6
27/02/2019
ვებგვერდი, 27/02/2019
280120000.22.026.016697
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №6

2019 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ რეინჯერთა მომზადების კურსი და რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 125 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანამატი ასევე გაიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთაც გავლილი აქვთ აშშ-ს რეინჯერთა მომზადების კურსი და მსახურობენ სამინისტროს თავდაცვის ძალებში.“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის I ასეულის I ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებს.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის I ასეულის I ოცეულის,  აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, დასავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების/თანამდებობების ნუსხას და დანამატის გაცემის წესს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”.

2. 30-ე მუხლს დაემატოს მე-8მე-11 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„8. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ რეინჯერთა მომზადების კურსი, კომანდოს კურსი და/ან მოიერიშეს კურსი, კურსის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 250 ლარის ოდენობით.

9. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების კურსი და/ან სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი, კურსის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 450 ლარის ოდენობით.

10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად 250 და 450 ლარის ოდენობის დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ მხოლოდ მე-9 პუნქტით გათვალისწინებული 450 ლარის ოდენობის დანამატი.

11. სამინისტროს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების კურსი და/ან სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი და აღარ მსახურობენ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 450 ლარის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ კურსის დამთავრებიდან სპეციალურ ოპერაციების ძალებში მსახურობდა ოფიცერთა შემადგენლობა არანაკლებ 5 წელი, ხოლო კაპრალ-სერჟანტთა შემადგენლობა არანაკლებ 8 წელი. იმ კაპრალ-სერჟანტთა შემადგენლობას, რომლებიც კურსის დამთავრების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალებში სამსახურის პერიოდში გახდნენ ოფიცრები, უნდა ჰქონდეთ სპეციალური ოპერაციების ძალებში ოფიცრის ხუთწლიანი ან სერჟანტად და ოფიცრად ერთად ნამსახურობის 8-წლიანი სტაჟი.“.

3. №8 დანართი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      

„დანართი №8

 

სამინისტროს თავდაცვის ძალების

სპეციალური ოპერაციების ძალების მოსამსახურეთა დანამატები

       (ლარებში)

 

დასახელება

დანამატი

თვეში

1

სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური

1 500

2

სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილე

1 500

3

სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსი

1 500

4

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის მეთაური (აღმოსავლეთი)

1 500

5

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის მეთაური (დასავლეთი)

1 500

6

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების

სასწავლო ცენტრის მეთაური

1 500

7

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის მეთაურის მოადგილე

450

8

სპეციალური ოპერაციების ძალების ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის სპეციალისტი

450

9

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის უზრუნველყოფის II ოცეულის უზრუნველყოფის ჯგუფის მომარაგების სპეციალისტი

450

10

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის უზრუნველყოფის II ოცეულის უზრუნველყოფის ჯგუფის მძღოლი (სამოქალაქო პირი)

450

11

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის ლაზარეთის აფთიაქის უფროსი

450

12

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის ლაზარეთის ექთნის თანაშემწე

450

 

“.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია