დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 247 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016351 |
|
„2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №239 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03/01/2019 წ., სარეგ. კოდი: 010250050.35.157.016343) დამტკიცებულ დანართში „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“:
1. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვებს გაეწევათ სოციალური დახმარება ყოველთვიურად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ; ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი; დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.“. 2. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. დიალიზის პროგრამაში ჩართულ პირთა დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით 1. დიალიზის პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით განისაზღვროს 80 (ოთხმოცი) ლარით. 2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა პირმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV–100/ა); გ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტი; დ) ცნობა ან ინფორმაციული ხასიათის წერილი სამედიცინო დაწესებულებიდან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობის შესახებ“. 3. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა 1. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით, ქირის საფასური განისაზღვროს ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად უსახლკაროდ რეგისტრირებულმა პირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება; გ) განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( რომლითაც დასტურდება ქირავნობა); დ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტი.“. 4. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის მესამე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი“ 5. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; დ) ნათესაური კავშირის/კანონიერ წარმომდგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები; 3. პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს: მეუღლე, შვილი/გერი, შვილიშვილი ან კანონიერი წარმომადგენელი.“. 6. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები შაქრიანი დიაბეტით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანინემია), გლუტენის დაავადებით (ცელიაკია), ჰიდროცეფალიით და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა (0-დან 18 წლამდე) დახმარება. 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები (0-დან 18 წლამდე), შაქრიანი დიაბეტით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანინემია), გლუტენის დაავადებით (ცელიაკია), ჰიდროცეფალიით და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქობე ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ოჯახის წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი; გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) ნათესაური კავშირის/წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები. 3. პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს: მშობელი, პაპა, ბებია, სრულწლოვანი და/ძმა, კანონიერი წარმომადგენელი.“. 7. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა დახმარება 1. დახმარება გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირზე, წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა NIV-100/ა); გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი ან დოკუმენტი მხარდამჭერ პირად ცნობის შესახებ. 3. განმცხადებელი შეიძლება იყოს: მშობელი, მეუღლე, და/ძმა ან მხარდამჭერი პირი.“. 8. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. ძალადობის მსხვერპლთა დახმარება 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს. 2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 3. დახმარების მისაღებად ძალადობის მსხვერპლმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; “ 9. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 21-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. პროგრამის მესამე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი“ 10. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. ურგენტული და გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების და პალიატიური მომსახურების დაფინანსება. 1. პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს: ა) ურგენტული და გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა, ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა; ბ) დიაგნოსტიკური კვლევების საჭიროებისას სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის 80%-ით, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის 50%-ით; გ) მშობიარეთა თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; დ) პალიატიური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 2. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. 3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 4. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა) და ანგარიშფაქტურა (კალკულაცია); გ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც საჭიროდ მიიჩნევს დახმარების გამცემი კომისია.“. 11. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. მედიკამენტებით უზრუნველყოფა 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში (0-დან 100 000 ქულის ჩათვლით) რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებზე, ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე გაიცემა სოციალური დახმარება მედიკამენტების შესაძენად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 2. ავასტინის ინტრავიტრეალური არაუმეტეს ორი ინიექციის დაფინანსება. 3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) შესაბამის სააფთიაქო/სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა N IV – 100/ა); დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე. 4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ხოლო ავასტინის ინიექციის დაფინანსების შემთხვევაში, საგარანტიო წერილის გაცემით, სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“. 12. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 28-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. პროგრამის მეოთხე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი“. 13. „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. სოციალური დამხარების გაცემის განსაკუთრებული პირობები სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება (საგარანტიო წერილის გაცემის გზით) 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, ონკოლოგიური, გულსისხლძარღვთა სისტემის და სხვა სახის დაავადების მქონე პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან გადასახდელი/თანაგადასახდელი თანხა აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ასევე სხვა საჭიროებით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობისას ფულადი/არაფულადი დახმარება შეიძლება განხორციელდეს კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის –ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 3000.00 (სამი ათასი) ლარისა, აღნიშნული პროგრამით სარგებლობის მიუხედავად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები