დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობის განსაზღვრისა და პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 07/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 10/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობის განსაზღვრისა და პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ
2008 წლის 21 მაისს არჩეული საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობის განსაზღვრისა და პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების მიზნით,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 30-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას კომიტეტები და განისაზღვროს პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობა:
ა) აგრარულ საკითხთა – 19 წევრი;
ბ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის – 15 წევრი;
გ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის – 19 წევრი;
დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების – 15 წევრი;
ე) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის – 19 წევრი;
ვ) ევროპასთან ინტეგრაციის – 15 წევრი;
ზ) თავდაცვისა და უშიშროების – 19 წევრი;
თ) იურიდიულ საკითხთა – 17 წევრი;
ი) რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების – 19 წევრი;
კ) საგარეო ურთიერთობათა – 17 წევრი;
ლ) საპროცედურო საკითხთა და წესების – 15 წევრი;
მ) საფინანსო-საბიუჯეტო – 17 წევრი;
ნ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა – 17 წევრი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები:
| № | კომიტეტების დასახელება | კომიტეტებში წევრთა რაოდენობა | ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ | დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები |
| 1 | აგრარულ საკითხთა | 19 | 15 | 4 |
| 2 | ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის | 15 | 11 | 4 |
| 3 | განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის | 19 | 15 | 4 |
| 4 | გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების | 15 | 11 | 4 |
| 5 | დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის | 19 | 15 | 4 |
| 6 | ევროპასთან ინტეგრაციის | 15 | 11 | 4 |
| 7 | თავდაცვისა და უშიშროების | 19 | 15 | 4 |
| 8 | იურიდიულ საკითხთა | 17 | 13 | 4 |
| 9 | რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების | 19 | 15 | 4 |
| 10 | საგარეო ურთიერთობათა | 17 | 13 | 4 |
| 11 | საპროცედურო საკითხთა და წესების | 15 | 11 | 4 |
| 12 | საფინანსო-საბიუჯეტო | 17 | 13 | 4 |
| 13 | ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა | 17 | 13 | 4 |
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 7 ივნისი.
№3–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები