„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017669
45/ნ
06/03/2019
ვებგვერდი, 06/03/2019
430010000.22.022.017669
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №45/ნ

2019 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის, ან ოსური ან აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აგრეთვე სამხერო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა, სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის, ან ოსური ან აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება.“;

გ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგ აბიტურიენტი აპირებს სწავლის გაგრძელებას სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის, ან  ოსური ან აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება.“;

დ) მე-13 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლო წლის დასაწყისში მომდევნო სასწავლო წლისათვის საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად.“;

დ.ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები გაერთიანებულად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა ერთიანი მიღება  და საერთო ადგილების რაოდენობა. გაერთიანებულ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს ენიჭება ერთი საიდენტიფიკაციო კოდი;

ე) 33-ე მუხლის:

ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. რანჟირება საქართველოს მოქალაქის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის, ან  ოსური ან აფხაზური ენის ტესტის საფუძველზე მიღებული ქულების შესაბამისად“;

ე.ბ) 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება სტუდენტთა ადგილები იმ რაოდენობით, რაც აუციელებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების რაოდენობა სცილდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის თანახმად, გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის, ან  ოსური ან აფხაზური ენის ტესტის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის, ან  ოსური ან აფხაზური ენის ტესტის საფუძველზე ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობას.“;

ვ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისათვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის, ან ოსური ან აფხაზური ენის ტესტის  შედეგების საფუძველზე.“;

ზ) მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

2.  ირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის:

ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით, აბიტურიენტის მიერ გრანტის მოპოვების საკითხის გადაწყვეტისთვის, გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ის არჩევითი საგანი/საგნები, რომელშიც აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.“;

ბ) მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტი გრანტს მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის, ან ოსური ან აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე, მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი, ოსური და აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.

2. ცენტრი აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ცალ-ცალკე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზარბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის, ოსური და აფხაზური ენის ტესტის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.“.

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;

ვ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოქმედება ასევე გავრცელდეს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით შესაბამის ორგანოებში წარდგენილ ანკეტა -კითხვარებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი