დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის -სკვერის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.108.016002 |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №4
2019 წლის 18 თებერვალი
სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის – სკვერის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის ,,ე“ პუნქტის, სენაკის მუნიციპალიტეტს მერის 2018 წლის 4 ოქტომბრის №01/4031 მომართვის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის №13 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ქალაქ სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე რკინიგზის გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს (ს/კ 44.01.31.309) მიენიჭოს ,,ქალაქ ბილა ცერკვას სახელობის სკვერის“ სახელი (რუკა თან ერთვის).
2. განკარგულება გადაგზავნილ იქნას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
3. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. №247).
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები