„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 33/36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2019
ძალაში შესვლის თარიღი 13/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016563
33/36
13/02/2019
ვებგვერდი, 27/02/2019
480610000.03.030.016563
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

 შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში ორ მხარედ წოდებულნი), ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობისა და ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 100 მილიონი ჟენმინბი იუანის ოდენობით,  „ხუთი საბაჟო გამშვები პუნქტისთვის საინსპექციო სისტემების“ პროექტის განსახორციელებლად და სხვა ორმხრივად შეთანხმებული პროექტებისთვის. უსასყიდლო დახმარებასთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული საკითხი გათვალისწინებული იქნება იმ შეთანხმებ(ებ)ით, რომელიც შეთანხმებული იქნება ორ მხარეს შორის.

მუხლი 2

ჩინეთის განვითარების ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თავიანთ სახელზე ჩანაწერების წიგნში გახსნიან ანგარიშს ჟენმინბიში, რომლისთვისაც არ იქნება გადასახდელი პროცენტი და საკომისიო, რათა აღრიცხონ გადახდები აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში. უსასყიდლო დახმარების ანგარიში იქნება მოკლე დასახელებით „საგრანტო დახმარების ანგარიში №2018/1“. დახმარების ფარგლებში განხორციელებული ჩამორიცხვების განმავლობაში, დაანგარიშების პროცედურები განხორციელდება ჩინეთის განვითარების ბანკის შესაბამისი ოპერაციული პროცედურების მიხედვით. ორი მხარე რეგულარულად გაცვლის ინფორმაციას ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებით.    

მუხლი 3

შეთანხმება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.

 

ხელმოწერილია 2019 წლის 13 თებერვალს ქ. თბილისში, ორ დედნად,თითოეული ჩინურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.


საქართველოს

მთავრობის სახელით

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ივანე მაჭავარიანი

 

 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

ძი იანჩი