დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.110.016381 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/02/2019 - 08/04/2019)
|
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მოვლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საწვავის გაცემის უწყისის ფორმა (დანართი №2). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
|
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
წინამდებარე წესი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
1. პლასტიკური ბარათი – საწვავის (ბენზინი/დიზელი) სპეციალიზებული ელექტრონული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის მიერ.
2. ჩიპი – „აგაი“ სისტემით საწვავის ელექტრონული გაცემის სპეციალიზებული საშუალება. 3. ორგანიზაცია – აბაშის მუნიციპალიტეტის მერია და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. ლიმიტი – ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინი/დიზელი) ყოველთვიური ოდენობა. |
მუხლი 3.
საწვავის (ბენზინი/დიზელი) გაცემა |
1. პლასტიკურ ბარათებზე და „აგაი“ სისტემით საწვავის ყოველთვიური ლიმიტის ჩატვირთვა ხორციელდება მხოლოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირებზე, ასევე სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პირებზე.
2. სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი მოსამსახურისათვის გასაცემი საწვავის ოდენობა გაანგარიშებულ იქნეს ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ 100კმ-ზე საწვავის წვის ნორმების, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ცალკეული მიმართულებით ადმინისტრაციულ ერთეულამდე მანძილისა და ამ მიმართულებით მივლინებაში ყოფნის დადგენილი დღიური ლიმიტის მიხედვით 10 ლიტრამდე განულებით. 3. პლასტიკურ ბარათებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით საწვავის მომწოდებელი კომპანიისთვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში. 4. განსაკუთრებული გარემოების არსებობისას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია აბაშის მუნიციპალიტეტის მერისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს დამატებით მიეცეთ საწვავი, რომლის ოდენობაც საანგარიშო თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ლიმიტით დადგენილ მის მიერ მისაღები საწვავის ოდენობის 30%-ს. ლიმიტს ზევით გაცემული საწვავის დაკავება განხორციელდება პირის მიერ შემდეგ თვეში მისაღები საწვავის რაოდენობიდან, ისე, რომ მის მიერ ორი თვის ჯამში მიღებული საწვავის საშუალო ოდენობა გაუტოლდეს მისთვის დადგენილ ყოველთვიურ ლიმიტს. |
მუხლი 4.
საწვავის (ბენზინი/დიზელი) ჩამოწერა |
ორგანიზაციის მიერ თანამშრომლებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიურ ლიმიტს ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის უწყისების საფუძველზე. |
დანართი №2
|
საწვავის გაცემის ელექტრონული უწყისი
________________ 20 -- წელი |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები