დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.134.016295 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/02/2019 - 28/02/2020)
|
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგინდეს ქედის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართისა.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №26 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.134.016269, 05/07/2018).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ქედის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
1.
ქედის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის დაბა ქედის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.38-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის – 1-ს; (რადგან დაბა ქედაში ზონირება არ ხორციელდება) დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 80-ს. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ქედაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
|
3.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ქედისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.19 ლარს.
|
4.
ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ქედისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.82 ლარს.
|
5.
ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ქედისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.65 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები