დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.016846 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25.04.2018; სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016745) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მონიტორინგის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) აღმოსავლეთ მონიტორინგის სამსახური; ბ) დასავლეთ მონიტორინგის სამსახური.“. 2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) მთაწმინდა-კრწანისის სახაზო-საპატრულო სამმართველო; ბ) ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველო; გ) დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო-საპატრულო სამმართველო; დ) გლდანი-ნაძალადევის სახაზო-საპატრულო სამმართველო; ე) ისანი-სამგორის სახაზო-საპატრულო სამმართველო; ვ) ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველო; ზ) მეტროპოლიტენის სამმართველო; თ) საგამოძიებო სამმართველო; ი) საორგანიზაციო განყოფილება; კ) სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილება.”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 22 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები