დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5934 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 19/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 21/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (07–1/553, 11.03.2008) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 19 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
პაატა ლეჟავა – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)
გიორგი ბოკერია – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ნინო კალანდაძე – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ელენე თევდორაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე
ვანო ხუხუნაიშვილი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ზურაბ ტყემალაძე – საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე
მამუკა კაციტაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გოჩა ქიმაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
ბადრი ხატიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნუგზარ შოშიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ლევან გზირიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
კახა კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი
კონსტანტინე კუბლაშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
გიორგი ხუბუა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ავთანდილ დემეტრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
დავით კერესელიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2008 წლის 19 მარტი.
№5934-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები