დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016581 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.023.016486, 20.04.2018 წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი“. |
2.
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფზე, ტერიტორიული ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკური ზონაში, საქართველოს შიგა წყალსატევებში მეთევზეობისა და აკვაკულტურის კვლევა/მონიტორინგი, მათ შორის თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების მარაგების შეფასება, სარეწაო კვოტების/ლიმიტების განსაზღვრა, თევზჭერის ბადე-იარაღების და ხერხების ანალიზი, თევზჭერის სტატისტიკური ანალიზი; ბ) აკვაკულტურის (მათ შორის მარიკულტურის და ეკოლოგიური აკვაკულტურის) და მდგრადი მეთევზეობის განვითარების ხელშეწყობა; გ) საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის თევზების, ზღვის ძუძუმწოვრების, ასოცირებული ჰიდროფაუნის, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოების, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორის, მიკრობიოტის, თანამდევი წყლის ხარისხობრივი პარამეტრების კვლევა და მონიტორინგი; დ) საქართველოს შიგა წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, გუბურები, ლაგუნები, ესტუარები, მდინარეები, ნაკადულები, არხები, წყალჭაობიანი ლოკალიტეტები) თევზების, ასოცირებული ჰიდროფაუნის, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოების, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორის, მიკრობიოტის, თანმდევი წყლის ხარისხობრივი პარამეტრების კვლევა და მონიტორინგი; ე) ჰიდრობიონტებისა და წყლის ჰაბიტატების დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის ხელშეწყობა, მათ შორის სახეობათა კონსერვაციული სტატუსის შეფასება, საქართველოს ,,წითელი ნუსხის” განახლებაში მონაწილეობის მიღება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული ფონდების შევსება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და განახლება; თ) კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების განხილვა; ი) დადგენილი წესით სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის განხორციელების მიზნით წარმოდგენილი განაცხადების, ასევე სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის ანგარიშების განხილვა; კ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა წერილების, მომართვების, განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა; მ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო შეხვედრებში, სემინარებში, ტრენინგებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო, საკონსულტაციო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შესაბამისი პროფილის მქონე სახელმწიფო უწყებებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. |
3.
მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ყ-წ“ ქვეპუნქტები:
„ყ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დაკვირვების მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის გავრცელების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მდგრადი ფუნქციონირების კონტროლი; შ) მრავალწლიანი ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემთა ბაზების ფორმირების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ჩ) ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების მოდელების გასაშვებად საჭირო გამოთვლითი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; ც) რადარული და სატელიტური სიტემების დანერგვა და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ძ) ვებ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გეოსაინფორმაციო სისტემების დანერგვა და განვითარება; წ) სივრცული გეოსაინფორმაციო ინფრასტრუქტურის (SDI – Spatial Data Infrastructure) შექმნა და განვითარება.“ |
4.
მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები