დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016319 |
|
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 23 მაისის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/05/2018წ, 010250020.35.139.016292) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 8 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების მიზნით გათვალისწინებული იქნება შემდეგი ღონისძიებების თანადაფინანსება: ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი); ბ) ლიფტის შესაკეთებელი სამუშაოები; გ) წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის (საერთო სარგებლობის) გაყვანილობის სამუშაოები; დ) ფასადის შეკეთება; ე) საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, თაღები, მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟება, საერთო სარგებლობის ჭიშკარი ან/და სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, სართულშუა ნაპრალების სამუშაოები); ვ) 5 სართულამდე შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები; ზ) ეზოების კეთილმოწყობა; თ) ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრა; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება 98%-ით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 2%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში.“. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“,„გ“ „ე“,“ვ“ „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება 95%-ით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 5%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში;
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები