დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.118.016274 |
|
,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.118.016242) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, (ტექსტში შემდგომში – სამსახურის უფროსი) მეორადი სტრუქტურული ერთეულისა (ტექსტში შემდგომში – განყოფილება) და საჯარო მოხელეებისაგან. 2. შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია – შესყიდვების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ტექსტში შემდგომ – განყოფილების უფროსი). 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41მუხლი“. ,,მუხლი 41. შესყიდვების განყოფილება შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია: ა) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ონის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შესყიდვის საშუალების შერჩევა და ხელშეკრულებების მომზადება; ბ) ონის მუნიციპალიტეტის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაცია, აღრიცხვა და შენახვა; გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების პროცესში, ონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოსაცემი სამართლებლივი აქტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შეთანხმების აქტის ან/და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში; ე) შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვა, შესყიდვებში მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; ვ) სატენდერო/საკონკურსო კომისიის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების წარმოება; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და ონის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები