„ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021108
93
19/02/2019
ვებგვერდი, 21/02/2019
470000000.10.003.021108
„ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №93

2019 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს; 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის  შესაბამისად, „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2015, 470000000.10.003.018722) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის“:

1მე-2 მუხლის:

ა)  „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) სსიპ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (დკსჯეც) −   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და მისი ტერიტორიული ერთეულები;“;

ბ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები;‘‘.

2. მე-3 მუხლის  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

3. მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეკრეაციული წყლით გამოწვეული დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი 24 საათის განმავლობაში აწვდის შეტყობინებას სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებს. სსიპ −  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიღებულ ინფორმაციას აწვდის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დიაგნოზი ICD-10 კლასიფიკაციით;

ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალურობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი), რაოდენობა;

გ)  დიაგნოსტირების თარიღი;

დ) რისკის ფაქტორის შემცველი რეკრეაციული წყლის შესახებ ინფორმაცია.

4. რეკრეაციული წყლის დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  24 საათის განმავლობაში აწვდის შეტყობინებას სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და მუნიციპალიტეტების შესაბამის  ორგანოებს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) რისკის ფაქტორის დახასიათებას;

ბ) რისკის ფაქტორის შემცველი რეკრეაციული წყლის ადგილმდებარეობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე