„ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №317 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №317 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021114
99
19/02/2019
ვებგვერდი, 21/02/2019
300160070.10.003.021114
„ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №317 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №99

2019 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №317 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს; 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის  შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №317 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/07/2016,  300160070.10.003.019382) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“:

1. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევები არ უტარდებათ 14 წლამდე ასაკის ბავშვებს. განსაკუთრებულ შემთხვევაში (არაკეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა), პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევები წარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით.“.

2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არაკეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისას, რომელიც მოითხოვს დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას ან მაღალი დოზის წარმომქმნელი მეთოდების იძულებით გამოყენებას, პროფილაქტიკური დასხივების დოზამ შეიძლება გადააჭარბოს დადგენილ დოზურ ზღვარს 1 მზვ-ს. ასეთი სახის გამოკვლევების ჩატარება უნდა შეთანხმდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.“.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რადიოფარმპრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით, გამოსაყენებლად დაშვებული უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. 43-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს პერსონალის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ  დადგენილი წესით.“.

5. „რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტების რადიაციული კონტროლის (დოზიმეტრული გაზომვების) მეთოდის“ (დანართი 1) VI თავის (მოთხოვნები და კრიტერიუმები პედიატრიული რენტგენოლოგიური გამოკვლევებისა და რენტგენოდანადგარების პარამეტრების მიმართ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჩვილებისა და უმცროსი ასაკის ბავშვების მენჯ-ბარძაყის პროფილაქტიკური გამოკვლევები ან/და სკრინინგი დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით. პირველადი გამოკვლევები უნდა წარმოებდეს ულტრასონოგრაფიის მეთოდის გამოყენებით, ხოლო კლინიკური ჩვენებების გამოვლენის შემთხვევებში დამატებით წარმოებს რენტგენოგრაფიული გამოკვლევა ყველა რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე