„იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 080080040.10.003.021118
103
19/02/2019
ვებგვერდი, 21/02/2019
080080040.10.003.021118
„იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №103

2019 წლის 19 თებერვალი

   ქ. თბილისი

„იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს; 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/03/2016, 080080040.10.003.019177) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის“ (დანართი №1):

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის   სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ (შემდგომში – საზედამხედველო ორგანო) კერძო და სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებში (შემდგომში – დაწესებულება) იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების გამოსავლენად სახელმწიფო ზედამხედველობის (შემდგომში – ზედამხედველობა) განხორციელების წესს.“.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გეგმური ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ყოველწლიური გეგმის მიხედვით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესამოწმებელი დაწესებულების შერჩევის წესის, რაოდენობის, შემოწმების რიგითობისა და შემოწმების ვადების შესახებ. გეგმის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც უკავშირდება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის  შემთხვევების არსებობის მაღალ ალბათობას, საწარმოს სიდიდეს, დასაქმებულთა რაოდენობას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე