„განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 470170000.10.003.021119
104
19/02/2019
ვებგვერდი, 21/02/2019
470170000.10.003.021119
„განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №104

2019 წლის 19 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

 

„განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს; 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/05/2014, 470170000.10.003.017967) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს  ეპიდემიური და პანდემიური პოტენციალის ბიოლოგიური აგენტებისა და ასოციირებული სინდრომების ნუსხის დამტკიცება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“  შესავლის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 ძირითადი უწყებები

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეაგირების ღონისძიებები ჯანმრთელობის სპეციფიკური პრობლემებისა და დაავადებათა ზემოქმედების მიხედვით განისაზღვრება იმისდა მიხედვით, ბიოლოგიური ინციდენტი გამოწვეულია ტერორისტული აქტით, ბიოლოგიური აგენტის შემთხვევითი გამოთავისუფლებით თუ დაავადებების ბუნებრივი გავრცელებით. განსხვავებული ზომები მიიღება ასევე გადამდები დაავადებებისა და არაგადამდები დაავადებების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაკუთრებით საშიში პათოგენების  ნუსხასთან ერთად ასევე შეიმუშავებს და პერიოდულად განაახლებს მეთოდურ რეკომენდაციებს ცალკეული ბიოლოგიური აგენტით გამოწვეული ბიოლოგიური ინციდენტების განსაკუთრებული ასპექტების რეგულირებისა და რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით. აღნიშნული მეთოდური რეკომენდაციების ნიმუშებს შეიცავს „ეპიდემიური და პანდემიური პოტენციალის ბიოლოგიური აგენტებისა და ასოცირებული სინდრომების ნუსხა“, რომელიც მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებელია, მიიღონ წინასწარი ინფორმაცია მოსალოდნელი ბიოტერორისტული თავდასხმის შესახებ. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღონ პრევენციული და რეაგირების ზომები პირველი კლინიკური შემთხვევის დაფიქსირებამდე ან სწრაფი რეაგირება მოახდინონ პირველი კლინიკური შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ;“;

ბ)  მე-9 პუნქტი:

9. ეროვნული ორგანოები დახმარებას უწევენ ავტონომიური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჯანმრთელობის დაცვისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამსახურებს, მათი მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სხვა სამინისტროებისა და უწყებების რეაგირების ზომები, საჭიროებისამებრ, ადაპტირდება დაავადების გავრცელების ეტაპების მიხედვით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ძირითადი უწყებების ვალდებულებები და უფლებამოსილებები

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის   სამინისტრო და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი:

ა) უზრუნველყოფენ განსაკუთრებით საშიში ინფექციებისა და ეპიდემიური და პანდემიური გავრცელების ბიოლოგიური აგენტების ეპიდაფეთქებისა და გავრცელების კონტროლს (ეპიდზედამხედველობას);

ბ) ახორციელებენ განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ღონისძიებების საერთო კოორდინაციას, კერძოდ:

ბ.ა) ბიოლოგიური ინციდენტის სავარაუდო ზონაში ან კერაში ოპერატიულ გასვლას, არსებული სიტუაციის შესწავლას, რისკის შეფასებას, საჭირო რესურსების გათვლას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სანიტარიულ-ჰიგიენური და სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროების განსაზღვრას;

ბ.ბ) ბიოლოგიური საფრთხის ან ინციდენტის შედეგების აღმოსაფხვრელი  იზოლაციის, პროფილაქტიკისა და სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვას, ბიოლოგიური აგენტის დახასიათებისათვის აუცილებელი ლაბორატორიული ნიმუშებისა და მასალების აღებასა და ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას, საჭირო ვაქცინების, მედიკამენტების, სამედიცინო მოხმარების საგნების, პირადი დაცვის აღჭურვილობის, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინვენტარ-აღჭურვილობის მარაგების შექმნასა და რეგიონებში განაწილების კოორდინაციას;

გ) განსაკუთრებით საშიში პათოგენებითა და ბიოლოგიური ინციდენტებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების დროს ქმნიან საგანგებო შტაბს და უზრუნველყოფენ სამედიცინო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნას, გარდაცვლილთა აღრიცხვასა და სამედიცინო ტრანსპორტის უზრუნველყოფას „სექტორული რეაგირების და სამოქალაქო თავდაცვის გეგმის“/საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის – „სამედიცინო უზრუნველყოფის“  მიხედვით;

დ) განსაკუთრებით საშიში პათოგენებითა და ბიოლოგიური ინციდენტებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, ახორციელებენ სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების მართვას ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეებზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ამასთან:

დ.ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

დ.ბ) ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად;

ე) უზრუნველყოფს ბიოლოგიური ინციდენტის ზონიდან ევაკუირებულ თავშესაფრის მაძიებელ პირებს დროებითი თავშესაფრით და ხელს უწყობს მათ მიმართ პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების განხორციელებას.

2.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო და მისდამი დაქვემდებარებული უწყებები (სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია):

ა) უზრუნველყოფენ განსაკუთრებით საშიში ზოონოზური და ცხოველების დაავადებების გაჩენა-გავრცელების (ეპიზოოტია) კონტროლს  და ზედამხედველობას;

ბ) ახორციელებენ განსაკუთრებით საშიშ ინფექციებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ღონისძიებების საერთო კოორდინაციას ცხოველთა პოპულაციაში, კერძოდ:

ბ.ა) განსაკუთრებით საშიში ზოონოზური ბიოლოგიური აგენტით გამოწვეული ბიოლოგიური ინციდენტის სავარაუდო ზონაში ან კერაში ოპერატიულ გასვლას, არსებული სიტუაციის შესწავლას, რისკის შეფასებას, საჭირო რესურსების გათვლას, ვეტერინარული კარანტინის ღონისძიებებისა  და ცხოველების ევაკუაციის საჭიროების განსაზღვრას;

ბ.ბ) განსაკუთრებით საშიში ზოონოზური ბიოლოგიური აგენტით გამოწვეული ბიოლოგიური საფრთხის ან ინციდენტის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაგეგმვას, ბიოლოგიური აგენტის დახასიათებისათვის აუცილებელი ლაბორატორიული ნიმუშებისა და მასალების აღებასა და ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას, მეცხოველეობისა და მემცენარეობის პროდუქციის დაბინძურების ხარისხის დადგენას, სავეტერინარო ბიოპროდუქტების განადგურებას, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური პრეპარატების გაუვნებელყოფის უსაფრთხო უზრუნველყოფის ზედამხედველობას, მკვდარი ცხოველების ლეშების განადგურების ორგანიზებას, საჭირო ვეტერინარული პრეპარატების, ვეტერინარული და სამედიცინო (პირველადი) მოხმარების საგნების  პირადი დაცვის აღჭურვილობის, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინვენტარ-აღჭურვილობის მარაგების შექმნასა და რეგიონებში განაწილების კოორდინაციას;

გ) განსაკუთრებით საშიში ინფექციებითა და ბიოლოგიური ინციდენტებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის მიხედვით, მოსახლეობისა და პაციენტებისთვის ახორციელებენ სურსათისა და წყლის მიწოდებას და უზრუნველყოფენ საკვების უვნებლობას; საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის ამოქმედებასა და კოორდინაციას;

დ) განსაკუთრებით საშიში ინფექციებითა და ბიოლოგიური ინციდენტებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, ახორციელებენ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ღონისძიებების მართვას ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეებზე შესაბამისი ვეტერინარული სამსახურების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან:

დ.ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით;

დ.ბ) ავტონომიურ და ადგილობრივ დონეებზე საგანგებო სიტუაციების დროს მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს საგანგებო შტაბი სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდასაჭერად ახორციელებს განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე  რეაგირების კოორდინაციის შემდეგ ღონისძიებებს:

ა) საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედებს საგანგებო დახმარების ფუნქცია №1-ის, №4-ისა და №14-ის მიხედვით, კერძოდ, ახორციელებს ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიების საერთო კოორდინირებასა და სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას; უზრუნველყოფს პაციენტების ტრანსპორტირებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობას;

ბ) უზრუნველყოფს ბიოლოგიური ინციდენტის კერის იზოლაციას და საკარანტინო ღონისძიებებს; საზოგადოებრივი წესრიგისა და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას. განზრახი ქმედებით გამოწვეულ ბიოლოგიურ ინციდენტზე ეჭვის შემთხვევაში, კრიმინალური გამოძიების წარმოებას.‘‘;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს გარემოს დაბინძურების მონიტორინგს და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს ბიოლოგიური ინციდენტის შედეგად გარემოს დაბინძურების და/ან ეპიზოოტიის (დაავადებები, რომლებიც ზემოქმედებენ ცხოველთა დიდ რაოდენობაზე ერთდროულად) საწინააღმდეგო სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ მე-11 მუხლის:

ა)  მე-4 პუნქტის „ა.ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.ბ.ა) ეპიდზედამხედველობა – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინებას დაქვემდებარებული გადამდები დაავადების გამოვლენის თითოეული შემთხვევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, შეატყობინოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს. შეტყობინება ხდება დაუყოვნებლივ ან 24 საათის განმავლობაში, იმისდა მიხედვით, თუ რომელ დაავადებასთან/ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ეს მონაცემები გროვდება ეპიდზედამხედველობის ერთიან ეროვნულ სისტემაში და ხდება მათი ანალიზი. ისტორიულმა მონაცემებმა შეიძლება, უზრუნველყოს საბაზო ინფორმაცია (მაგ. ენდემურობა) დაავადებების ან მდგომარეობების შესახებ სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით: გეოგრაფიული არეალი, წელიწადის დრო, დაზარალებული მოსახლეობა და ა.შ. მართალია, დაავადების ინციდენტობაში ვარიაცია მოსალოდნელია, მაგრამ საგანგაშო ზღვრის დასადგენად შესაძლებელია მიმდინარე მონაცემები ისტორიულ მონაცემებთან სტატისტიკურად შედარდეს.  თუ დაავადების გავრცელების დონე მოცემულ ზღვარს აჭარბებს, მაშინ აუცილებელია აფეთქების ეპიდკვლევა. იმის მიხედვით, თუ რომელი დაავადების ეპიდაფეთქების შესახებ არის ეჭვი, ზღვრის დასადგენად მხოლოდ ერთი ან რამდენიმე შემთხვევაც კი შეიძლება იყოს საკმარისი;“;

ბ) მე-4 პუნქტის  „ბ.დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ.გ) ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიები იღებენ მიწოდებულ ნიმუშებს, შესაძლებლობის ფარგლებში, ატარებენ ტესტებს და, დადებითი შედეგების შემთხვევაში, დროულად აწვდიან ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა სავარაუდო ბიოლოგიური ინციდენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სათავო ლაბორატორიასა და სსიპ – სურსათს ეროვნულ სააგენტოს;“;

გ) მე-4 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტის პრეამბულა „ბ.ე.ა“ ქვეპუნქტამდე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

.) საგანგებო სამსახურები (პოლიცია, სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო-გადაუდებელი) და სხვა უწყებები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამსახურები, წყლის გამანაწილებელი კომპანიები და ..):“;

დ) მე-4 პუნქტის „ბ.ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე.ბ) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და/ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსთან კოორდინაციის შედეგად უზრუნველყოფს ერთობლივი კრიმინალური და ეპიდემიოლოგიური მოკვლევის დაწყებას;“.

8. დადგენილებით დამტკიცებული „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის პრეამბულა „ა“ ქვეპუნქტამდე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეული ბიოლოგიური ინციდენტის შესაძლო/საეჭვო შემთხვევის სავარაუდო შემთხვევის კატეგორიაში გადაყვანისთანავე (რომლისთვისაც შესაბამის დარგობრივ ორგანოებს ჰყავთ სპეციალურად უფლებამოსილი პირები), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო (გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ემუქრება აფეთქება ადამიანთა ან ცხოველთა ჯანმრთელობას) და მათი შესაბამისი სტრუქტურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არსებულ ოპერატიულ ცენტრთან აკომპლექტებენ რისკის წინასწარი შეფასების ექსპერტთა ჯგუფს და ახდენენ სავარაუდო ბიოლოგიური ინციდენტით გამოწვეული მოკლე და გრძელვადიანი რისკების წინასწარ შეფასებას:“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პრეამბულა „გ.ა“ ქვეპუნქტამდე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რისკის წინასწარი შეფასების ფარგლებში, შეფასების ჯგუფი გაივლის კონსულტაციას ადგილობრივ (სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო) და საერთაშორისო ექსპერტებთან (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ისა და ევროპის დაავადებთა კონტროლის ცენტრები, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) შემდეგ საკითხებზე: ბიოლოგიური აგენტის შეფასება და მისი მახასიათებლების დადგენა; უშუალო რისკის ქვეშ მყოფი პოპულაცია (ადამიანები და/ან ცხოველები); დაავადების პროგრესირების მოსალოდნელი მასშტაბი; ხანგრძლივობა და გეოგრაფიული გავრცელების არეალი; პოტენციური მიგრაციის სტრატეგია და საფრთხე, რომელიც რეაგირების ღონისძიებების მონაწილე მუშაკებს ემუქრებათ. ამ პროცესის შედეგად:‘‘;

გ) მე-5 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი  „დ.ა“ ქვეპუნქტამდე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იწყებს საგანგებო დახმარების შესაბამისი ფუნქციის (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – საგანგებო დახმარების ფუნქცია №6, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო – საგანგებო დახმარების ფუნქცია №10 და – საგანგებო დახმარების ფუნქცია №11) ფარგლებში პირველადი რეაგირებების ღონისძიებების (ბიოლოგიური აგენტის გამოთავისუფლებით გამოწვეული სავარაუდო ბიოლოგიური ინციდენტის დაწყებიდან პირველი 24 საათიდან 48 საათის განმავლობაში) განხორციელებას; კერძოდ, აღნიშნული მოქმედებები მოიცავს:“.

9. დადგენილებით დამტკიცებული „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის მე-13 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი „გ.ა“ ქვეპუნქტამდე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია ინციდენტის შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გეგმის შედგენაზე, პირველადი რეაგირებისა და შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებზე. გეგმა განსაზღვრავს ბიოლოგიური ინციდენტის კერის საფრთხეებსა და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებებს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ინციდენტის კერის ყველა საფრთხეს, თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ახორციელებდეს შესაბამისი კონტროლის ზომების შემოთავაზებას, ასევე უნდა ითვალისწინებდეს ფიზიკური და ბიოლოგიური საფრთხეებისა და შედეგების ლიკვიდაციის პროცესში გამოყენებულ დეზაქტივატორებთან დაკავშირებულ საფრთხეებს. კონკრეტულ კერაზე მორგებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გეგმა ზრდის ეფექტიანობას და აწესრიგებს და აუმჯობესებს დაზარალებულ მხარეებს შორის ურთიერთობას. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც დროდადრო, საჭიროებისამებრ, განახლდება, რათა მასში აისახოს  დაბინძურებულ კერასა და განხორციელებულ ოპერაციებში მომხდარი ცვლილებები. ვინაიდან ზოგიერთი ელემენტი ერთმანეთს ემთხვევა, რეკომენდებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გეგმის გაფართოება და მასში ისეთი ელემენტების შეტანა, რაც აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოს დასაცავად (მაგ. გაუვნებელყოფის შემდეგ ნარჩენების განადგურება (გატანა) ან მოსახლეობაზე ფუმიგანტების ზემოქმედების მონიტორინგი).  საჭიროა შემდეგის გათვალისწინება:“;

) მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო ოპერაციების ცენტრი ქმნის უწყებათაშორის კომისიას შესაბამისი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა გადახედოს და შეაფასოს მნიშვნელოვანი სანიტარიული გაწმენდის მონაცემები და უზრუნველყოს რეკომენდაციები ნარჩენების ლიკვიდაციის ღონისძიებების წარმატებულობის შესახებ. ჩვეულებრივ, ასეთი უწყებათაშორისი კომისია შედეგების ლიკვიდაციის ადრეულ ეტაპზე ყალიბდება იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოს და მონაწილეობა მიიღოს გარემოს ნიმუშების აღებასთან დაკავშირებული კონცეფციების შემუშავებაში, რომლებიც დასუფთავების სამოქმედო გეგმაში გამოიყენება. გაუვნებელყოფისა და პოტენციურად „სუფთა გარემოდან“ აღებული ნიმუშების ანალიზის დასრულების შემდეგ უწყებათაშორისი კომისია განიხილავს ყველა დაკავშირებულ მონაცემს (მაგ. ფუმიგაციის შედეგები და მახასიათებლების დადგენისა და სანიტარიულად გაწმენდილი გარემოდან აღებული ნიმუშების მონაცემები) და უზრუნველყოფს საგანგებო ოპერაციების ცენტრის რეკომენდაციებით ნარჩენების გაუვნებელყოფის ღონისძიებების წარმატებულობის და აგრეთვე ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობის გარეშე ადამიანების ზონაში დაბრუნების შესაძლებლობას. საგანგებო ოპერაციების ცენტრი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად გასცემს გაწმენდის გადაწყვეტილებაზე რეკომენდაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიისთვის;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე