„მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 280080020.10.003.021122
107
19/02/2019
ვებგვერდი, 21/02/2019
280080020.10.003.021122
„მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №107

2019 წლის 19 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს, 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის №250 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/05/2018, 280080020.10.003.020565) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი სახსრები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე