დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170030.10.003.021105 |
|
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდები) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები (დანართი), რომელთა ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობის/პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული/ანგარიშვალდებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომელთა ხელმძღვანელსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას.
|
| მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სუბიექტების გარდა:
ა) სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა; ბ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან ინფორმირების მიზნით გაგზავნილ დოკუმენტაციას უნდა დაურთონ:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის განხორციელების მიზნობრიობისა და აუცილებლობის დასაბუთება; ბ) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია ამავე დადგენილებით განსაზღვრული კლასიფიკატორის კოდში შემავალი შესყიდვის თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე, რომელიც აერთიანებს მინიმუმ სამი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაბამის დოკუმენტაციაში (სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი/ინფორმაცია) უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ სამი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები; გ) დაზიანებული/ამორტიზებული შესყიდვის ობიექტის შეცვლის მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული დეფექტური აქტი/დასკვნა; დ) ადმინისტრაციული შენობის აგების/ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში შემავალი ობიექტების შესყიდვას, შესაბამისი შესყიდვის საჭიროება და მისი დასაბუთება; ე) ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დასაბუთება საჭიროებისამებრ.
|
| მუხლი 4 |
1. ამ დადგენილების პირველი მუხლითა და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქართველოს მთავრობისგან წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან საქართველოს მთავრობისთვის ინფორმირების მიზნით გაგზავნილ დოკუმენტაციას განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (დოკუმენტაცია მთავრობას წარედგინება შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით), რომელიც:
ა) უფლებამოსილია, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნების კონკურენტუნარიანობის კვლევა; ბ) ინფორმირების მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს რეკომენდაციას (დადებითი, უარყოფითი ან შენიშვნებით), რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის განხილვის ვადა შეადგენს 10 სამუშაო დღეს მისი განსახილველად რეგისტრაციის მომენტიდან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში უარყოფითი ან შენიშვნებით რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით შემსყიდველს უკან უბრუნებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, თავიდან წარმოადგინოს შენიშვნების შესაბამისად გადამუშავებული შესათანხმებელი ინფორმაცია დადგენილი წესით, რაც გულისხმობს ინფორმაციის განხილვას რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. ინფორმირების მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე გაცემული ნებისმიერი რეკომენდაციის ასლი ეგზავნება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 5. განსაკუთრებული საჭიროებისას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელება 3 სამუშაო დღით, რაც უნდა ეცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას. 6. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ვადის განმავლობაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, საკითხი მიიჩნევა განხილულად.
|
| მუხლი 5 |
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს, რომ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უფლება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.
|
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ვრცელდება ელექტრონული საშუალებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე, გარდა:
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვებისა; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობების (დონორები) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვებისა; გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახსრებიდან განსახორციელებელი შესყიდვებისა; დ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განსახორციელებელი შესყიდვებისა; ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ განსახორციელებელი შესყიდვებისა; ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსახორციელებელი შესყიდვებისა.
|
| მუხლი 7 |
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციები ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად მიიღებენ დადებით რეკომენდაციას.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაიცა უარყოფითი ან შენიშვნებით რეკომენდაცია, რასაც არ ეთანხმება შემსყიდველი ორგანიზაცია, განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციით. 3. ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად.
|
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
|
1 იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კოდით განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვის მთლიანი ღირებულება საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარბებს 10 000 ლარს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები