დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 22/02/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.106.016324 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.106.016322) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები – 11854,8 ათასი ლარით; ა.ბ) გადასახდელები – 14234,7 ათასი ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი – 3550,2 ათასი ლარით, მათ შორის: ა.გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად – 210,0 ათასი ლარი; ა.გ.ბ) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან – 3340,2 ათასი ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი – 74,6 ათასი ლარით; ა.ე) ფინანსური აქტივების ცვლილება, კლება 2379,9 ათასი ლარით.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
ბ.ა)
პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11764,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 7750,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 5. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3550,2 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
ბ.ბ)
მე-7, მე-8, მე-9, მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8101,2 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
„მუხლი 8. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება, მათ შორის: ა) განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5944,5 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90,0 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ფორმით:
მუხლი 10. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2190,9 ათასი ლარით.“ |
ბ.გ)
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 74,6 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად.“ |
ბ.დ)
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 22 თებერვლიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები