„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.017660
36/ნ
25/02/2019
ვებგვერდი, 25/02/2019
430050000.22.022.017660
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №36/ნ

2019 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.017259) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“:

1. მე-2 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების და ცვლების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. სკოლამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროპორციულად გადანაწილება პარალელურ კლასებში. რიცხოვნობის განსაზღვრისას დამრგვალება ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასარგებლოდ.“;

) ამოღებულ იქნ 11 პუნქტი.

) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სექტორების და ცვლების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საჯარო სკოლა ვალდებულია, სექტორების და ცვლების შესაბამისად პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა) რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ფარგლებში.

4. ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლების სექტორებისა და ცვლების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ მონაცემების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება“.

2. მე-3 მუხლ:

) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51.  ამ მუხლით დადგენილ ეტაპებზე რეგისტრაცია შესაძლებელია იმ მოსწავლისათვის, რომელსაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვს 6 წელი და მისი ასაკი არ აღემატება 10 წელს.“;

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რეგისტრაციის ოთხივე ეტაპის ვადის ამოწურვამდე მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია გააუქმოს რეგისტრაცია მართვის სისტემის მიერ რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით და  ამავე ვადაში განახორციელოს ხელახალი რეგისტრაცია.“;

) მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის შესახებ მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნას და ხელახალი შეფასების დროს, მოსწავლეს  დაუდასტურდება  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, მისი რეგისტრაცია და ჩარიცხვა ხორციელდება რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, პირველ ეტაპზე გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში. მოსწავლის  რეგისტრაციას და ჩარიცხვას ახორციელებს ის საჯარო სკოლა, რომელშიც იყო რეგისტრირებული პირველ ეტაპზე, დასკვნის მიღებიდან, არაუგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში.“;

) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა, ასევე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეუფასებლობა,  არის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში.“;

) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა ეგზავნება შესაბამის საჯარო სკოლას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. საჯარო სკოლა, დასკვნის მიღებისთანევე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, შესაბამისი ღილაკის გამოყენებით, ასახავს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის შედეგს (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა ან შეუფასებლობა) და ტვირთავს აღნიშნულ დასკვნას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის ან შეუფასებლობის შემთხვევაში, საჯარო სკოლა აუქმებს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციას და აცნობებს აღნიშნულის თაობაზე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.“;

) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების პროცესზე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რა მიზნითაც, აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს გააჩნიათ შესაბამისი ხედვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.“;

) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-7 მუხლი მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პირის, რომლის ასაკი აღემატება 10 წელს და არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, სკოლაში ჩარიცხვა ხორციელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის  51 პუნქტის შესაბამისად.“.

4. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის პირად საქმეში არსებული მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი (არსებობის შემთხვევაში) მოსწავლის სტატუსის შეჩერების პერიოდით, ხოლო პირად საქმეში რჩება მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი