„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240060.22.034.016844
15
18/02/2019
ვებგვერდი, 19/02/2019
010240060.22.034.016844
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №15

2019 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02/07/2007წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებული წესის 42 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 42

1. სააგენტო ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას თუ მოგირავნის  ან/და დამგირავებლის მიერ გაფორმებული გარიგება იწვევს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანას.

2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის საფუძველზე, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომსახურებაზე საფასურის გადახდა ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) თუ გარიგება ეხება მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის ან უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალურ თანხის ცვლილებას/დამატებას, მაშინ საფასური გადაიხდება გარიგების რაოდენობის შესაბამისად;

ბ) თუ გარიგებით ხდება დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლება სხვა სატრანსპორტო საშუალებით ან იზრდება დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა, მაშინ საფასური გადაიხდება წარმოდგენილ გარიგებაში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარიგებების მიმართ არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

5. სააგენტო ვალდებულია გაასწოროს მის მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზები, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია