დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016255 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 08.08.2014წ., 010340000.32.061.016099) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის მეთოდიკურ-პრაქტიკული დახმარების გაწევა სამართლებრივ საკითხებში;“. 2. დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;“. 3. დებულების მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთა ადვოკატირება, რომელიც მოიცავს უფასო სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევასა და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადებაში ხელშეწყობას;“. 4. დებულების მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა. გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ თემებზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობას;“. 5. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11 1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად: ა) სამართალშემოქმედების განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს: ა.ა) სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას; ა.ბ) ნორმატიული აქტების საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესწავლას და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადებას; ა.გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი მიმართვას; ა.დ) სამართალშემოქმედების სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და დეპარტამენტის ურთიერთობის კოორდინაციას; ა.ე) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას; ა.ვ) ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენას; ა.ზ) საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის სამართლებრივ საკითხებზე მეთოდიკურ-პრაქტიკული დახმარების გაწევას; ა.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენას; ა.ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი, სისტემატიზებული ნორმატიული აქტების ხელმისაწვდომობას; ა.კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ბ) სამართლებრივი დახმარების განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს: ბ.ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევასა და სხვადასხვა უწყებებში წარსადგენი დოკუმენტების მოძიებასა და შედგენაში ხელშეწყობას; ბ.ბ) დევნილთა მხრიდან წამოჭრილი პრობლემატური (სამართლებრივი) საკითხების შესწავლისა და შემდგომში მათზე რეაგირების მიზნით გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას; ბ.გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავებას, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვას; ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე დეპარტამენტის წარმომადგენლობას; ბ.ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. 6. დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების პროცესის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის მიღებას;“. 7. დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურში შემოსვლისა და სამსახურიდან გასვლის დროის შესახებ მონაცემების მონიტორინგს, მოსამსახურეთა სამსახურში დასწრების შესაბამისი დოკუმენტის აღრიცხვასა და ანალიზს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები