დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 86 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.021101 |
86
15/02/2019
ვებგვერდი, 20/02/2019
040030000.10.003.021101
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული საშენი მეურნეობა რეორგანიზებულ იქნეს (გარდაიქმნას) და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო. |
მუხლი 2 |
სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ჩაითვალოს სსიპ − ეროვნული საშენი მეურნეობის უფლებამონაცვლედ. |
მუხლი 3 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელოს:
1. სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი. 2. სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. |
მუხლი 4 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ − ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ უზრუნველყონ ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება (მათ შორის, სსიპ − ეროვნულ საშენ მეურნეობაში დასაქმებული პირების უკონკურსოდ გადაყვანა/გადანიშვნა შესაბამის თანამდებობებზე). |
მუხლი 5 |
დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაცია დასრულდეს 2019 წლის 1 აპრილამდე. |
მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები