„ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 27/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 360050000.10.003.021100
85
15/02/2019
ვებგვერდი, 20/02/2019
360050000.10.003.021100
„ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №85

2019 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/05/2017, 360050000.10.003.019926) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის“ 34-ე მუხლის:

1. მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა, მათ შორის:

ნ.ა) კოტეჯის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 6 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 4 მ-ისა);

ნ.ბ) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა);

ნ.გ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 6 მ-ისა,სიმაღლე – არანაკლებ 3,5 მ-ისა);

ნ.დ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 15 მ-ისა,სიგანე – არანაკლებ 5 მ-ისა,სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა);

ნ.ე) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე– არანაკლებ 3 მ-ისა);

ნ.ვ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 6 მ-ისა);

ნ.ზ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა);

ნ.თ) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა);

ნ.ი) „ნ.ა“ – „ნ.თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს;“.

2. მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა, მათ შორის:

ზ.ა) კოტეჯის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 6 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 4 მ-ისა);

ზ.ბ) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა);

ზ.გ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3,5 მ-ისა);

ზ.დ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა);

ზ.ე) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა);

ზ.ვ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 6 მ-ისა);

ზ.ზ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა);

ზ.თ) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა);

ზ.ი) „ზ.ა“ – „ზ.თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე