„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4320-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 140030000.05.001.019424
4320-IIს
22/02/2019
ვებგვერდი, 07/03/2019
140030000.05.001.019424
„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 205) მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა იმ კატეგორიას, რომელსაც ეკისრება სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის ტარების ვალდებულება, აგრეთვე სამხედრო პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ტარების წესს და სამხედრო პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სამხედრო პოლიციის თანამშრომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2019 წ.

N4320-IIს