დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4322-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.05.001.019430 |
|
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.05.001.017757) 23-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშებს და მათი გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) განმასხვავებელი ნიშნებისა და ემბლემების ნიმუშებს, აგრეთვე მათი გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 22 თებერვალი 2019 წ. N4322-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები