„საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4326-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120330000.05.001.019427
4326-IIს
22/02/2019
ვებგვერდი, 07/03/2019
120330000.05.001.019427
„საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი  1.  „საქართველოს  თავდაცვის  ძალების  სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 196) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შეიმუშავებს სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) შეიმუშავებს სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2019 წ.

N4326-IIს