„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4334-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010330000.05.001.019429
4334-IIს
22/02/2019
ვებგვერდი, 07/03/2019
010330000.05.001.019429
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010330000.05.001.018701) დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 მუხლი:

„მუხლი 22. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების ნიმუშების დამტკიცების წესი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების − ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2019 წ.

N4334-IIს