აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისთვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესი

დოკუმენტის ნომერი 01-01-6/26
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.33.058.016126
01-01-6/26
27/02/2019
ვებგვერდი, 01/03/2019
190040000.33.058.016126
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისთვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №01-01-6/26

2019 წლის 27 თებერვალი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისთვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე, 58-ე, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №201 დადგენილებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №7 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისთვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესი“ დანართი №1 შესაბამისად.

მუხლი 2
დამტკიცდეს „ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ტაბელი“ დანართი №2 შესაბამისად.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიჯაბა ფუტკარაძე